02:24 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-01 11:02:33, 829 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილმა „სოციალური დაცვის გაძლიერება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში გამართული კონფერენცია გახსნა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა „სოციალური დაცვის გაძლიერება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში გამართული კონფერენცია გახსნა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ზურაბ აზარაშვილმა სოციალური დაცვის სისტემის რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპული სტანდარტების მდგრადი და ეფექტიანი სოციალური უსაფრთხოების მექანიზმების დანერგვა, უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია.  

მინისტრის განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდება, რისთვისაც დასავლელ პარტნიორებს მადლობა გადაუხდა. სოციალური დაცვის სისტემების რეფორმა, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის ინიციატივით დაიწყო. მისი მიზანი სოციალური პოლიტიკის განვითარება და სოციალურ დახმარებაზე წვდომის გაუმჯობესებაა. 

რეფორმის მიმდინარე საკითხები და სამომავლო სტრატეგია კონფერენციის მონაწილეებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ გააცნო. კონფერენციაზე სოციალური დაცვის რეფორმის სამოქმედო გეგმა წარადგინეს, რომლის იმპლემენტაციაშიც საქართველოს ევროპელი პარტნიორები აქტიურად ეხმარებიან.  პროექტი „სოციალური დაცვის გაძლიერება საქართველოში“ „Expertise France“-ის (AFD ჯგუფი) და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. 

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის დელეგაციის პროგრამების  მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე კატალინ გერმანი, საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, ჩეხეთის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია. ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics