20:12 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-30 10:15:48, 1099 ნახვა

მსოფლიო
პუტინი შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებაზე - სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგების შემთხვევაში მოგვიწევს იგივენაირად რეაგირება

რუსეთი ანალოგიურად უპასუხებს, თუ ნატო ფინეთსა და შვედეთში სამხედრო ინფრასტრუქტურას მოაწყობს მას შემდეგ, რაც ისინი შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით ალიანსს შეუერთდებიან,-  რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ახალ გაფრთხილებას ავრცელებს.

მისივე თქმით, არ არის  გამორიცხული, ​​რომ დაძაბულობა გაჩნდება მოსკოვის ურთიერთობებში ჰელსინკთან და სტოკჰოლმთან ნატო- ში გაწევრიანების გამო.

”ჩვენ არ გვაქვს პრობლემები შვედეთთან და ფინეთთან, როგორც უკრაინასთან,ჩვენ არ გვაქვს ტერიტორიული განსხვავებები.თუ ფინეთს და შვედეთს სურთ, მათ შეუძლიათ შეუერთდნენ. ეს მათზეა დამოკიდებული. მათ შეუძლიათ შეუერთდნენ რასაც უნდათ, თუ იქ სამხედრო კონტიგენტები და სამხედრო ინფრასტრუქტურა განლაგებული იქნება, ჩვენ ვალდებულნი ვიქნებით სიმეტრიულად ვუპასუხოთ და იგივე საფრთხეები გავუკეთოთ იმ ტერიტორიებს, სადაც საფრთხეები წარმოიშვა ჩვენთვის",- განაცხადა პუტინმა.

რუსეთმა არაერთხელ გააფრთხილა ფინეთი და შვედეთი ნატო-ში გაწევრიანების შესახებ და თქვა, რომ ასეთი ნაბიჯის „სერიოზული სამხედრო და პოლიტიკური შედეგები“ აიძულებს მას „აღადგინოს სამხედრო ბალანსი“ ბალტიის ზღვის რეგიონში თავდაცვის გაძლიერებით, მათ შორის ბირთვული იარაღის განლაგებით.

რუსი ოფიციალური პირები გამოეხმაურნენ ნატო-ს ფინეთისა და შვედეთის წევრობის შეთავაზებას და უწოდეს მას "დესსტაბილიზაციის" მცდელობა, რომელიც გაზრდის დაძაბულობას რეგიონში.

„ჩვენ ვგმობთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უპასუხისმგებლო კურსს, რომელიც ანგრევს ევროპულ არქიტექტურას, ან რაც დარჩა მისგან“, - განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.

”მე მაქვს დიდი ეჭვი, იქნება თუ არა მომავალი პერიოდი მშვიდი ჩვენი ჩრდილოეთ ევროპელი მეზობლებისთვის,” დასძინა მან.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics