14:30 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-29 21:21:20, 814 ნახვა

პოლიტიკა
ჯაფარიძე - ყვარელში შეხვედრის დროს თავს დაგვესხნენ „ქართული ოცნების“ აქტივისტები და საჯარო სამსახურის თანამშრომლები

გვქონდა შეხვედრა ყვარელში, რა დროსაც თავს დაგვესხნენ "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებული აგრესიულად განწყობილი ჯგუფი. - განაცხადა პარტია "ლელოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ეს აგრესიული პირები არიან საჯარო სამსახურის თანამშრომლები და ქართული ოცნების შტაბის აქტიური წევრები.

"გვქონდა შეხვედრა ყვარლის მოსახლეობასთან, იმისთვის რომ გაგვეცნო მათთვის ეროვნული თანხმობის იდეა, ევროკავშირის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების გზები და ჩვენ დაგვხვდა ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული აგრესიულად განწყობილი ჯგუფი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხელი შეეშალა ამ შეხვედრისთვის, მიზანდასახულად, შეურაცხმყოფელი შეძახილებით, ამავდროულად უნდა ითქვას, რომ პირდაპირ აგრესიული, გამომწვევი ქცევა თითოეული მათგანის, ვინც ცდილობდა რომ შეხვედრა არ შემდგარიყო, ყველანი არიან იდენტიფიცირებულები, ესენი არიან საჯარო სამსახურის თანამშრომლები და ქართული ოცნების შტაბის აქტიური წევრები, სამწუხაროდ, ასევე ამ ჯგუფში იმყოფებოდა ყვარლის პოლიციის უფროსი, მისი მოადგილე და ის, რაც ამ ადამიანებმა ჩაიდინეს, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, იმიტომ რომ ხელი შეუშალეს ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობას. ეს ყველაფერი აღწერილია, აღნუსხულია, დოკუმენტირებულია". - განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს "ლელოს" წევრებს ყვარელში თავს დაესხნენ, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა რა დროსაც ისინი ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე მოსახლეობას ესაუბრებოდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics