23:06 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-29 13:37:34, 1560 ნახვა

სამართალი
საბერძნეთში, დააკავეს 47 წლის ქართველი ქალი, რომელიც მოხუცებს ნარკოტიკებით აბრუებდა და ძარცვავდა

საბერძნეთში, ატიკის რაიონში დააკავეს 47 წლის ქართველი ქალი, რომელიც მოხუცებს ნარკოტიკებით აბრუებდა და ძარცვავდა. 

ბერძნული პოლიციის ინფორმაციით, ქალი მოხუცებთან სახლში დამხმარედ იწყებდა მუშაობას, რის შემდეგაც ნარკოტიკებს აძლედა და ფულს და ძვირფას ნივთებს სძალავდა.

ქართველ ქალს საბერძნეთში უშიშროების სამსახური ეძებდა.

ამ დროისთვის ოთხი საქმე იქნა გამოძიებული ნეა ერითრაიაში, ათენის ცენტრში, აგიოს დიმიტრიოსსა და პირეოსში, გამოძიება გრძელდება, რათა სხვა მსხვერპლის იდენტიფიცირება მოხდეს. მოხუცების მიმართ ოთხი ძარცვა ჰიპნოტიკის გამოყენებით განხორციელდა.

"47 წლის ქალი სპეციფიური რეჟიმით მოქმედებდა. მან თავდაპირველად შენიშნა მოხუცები , რომლებიც ითხოვდნენ შინაურ დამხმარეს და დაუკავშირდა მათ შეხვედრის დასაგეგმად. კომუნიკაციის დროს, პოტენციურ მსხვერპლს ცრუ ინფორმაცია აცნობდნენ, შეხვედრების კონტექსტში კი მათი ნდობის მოპოვებას ცდილობდა. ხოლო, შინაური დამხმარის მოვალეობის შესრულების შემდეგ, ის, როგორც წესი, პირველივე დღიდან უყრიდა ჰიპნოტიკას ხანდაზმულთა საკვებსა და სასმელში და, შემდგომში, სახლებიდან გაჰქონდა ფული, ძვირფასეულობა და სხვა ნივთები",- წერია განცხადებაში. 

ჩატარებული ჩხრეკისას, სხვათა შორის, ამოღებულია:

-სხვადასხვა სამკაულები და საათები
- ჩანთა უცნობი ქიმიური ნივთიერებით.
-აბების რაოდენობა
-105 ევრო და საბანკო ბარათი
-დანა
- ორი მობილური ტელეფონი და სიმ ბარათი
- რვეული

. დაკავებული მის წინააღმდეგ აღძრული საქმით პროკურატურაში გადაიყვანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics