14:31 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-29 12:40:40, 799 ნახვა

პოლიტიკა
ბელგიის პრემიერი - მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოსთვის, როდესაც საუბარია ევროპულ გაფართოებაზე

ბელგიის პრემიერ-მინისტრის, ალექსანდრ დე კრუმის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გზავნილი გაიგზავნა მაშინ, როდესაც ევროპულ გაფართოებაზე იყო საუბარი. 

როგორც პრემიერიმა ნატო-ს სამიტის დაწყების წინ განაცხადა, სიმბოლურ გზავნილებსაც დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს აჩვენებს, რომ ქვეყნებისთვის, რომლებიც ისწრაფვიან თავისუფალი ღირებულებებისკენ, გზა გახსნილია. 

 

"ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოსთვის გასულ კვირას იყო, როდესაც საუბარი იყო ევროპულ გაფართოებაზე. ეს მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის. ზოგმა შესაძლოა თქვას, რომ ეს სიმბოლურია, მაგრამ სიმბოლურ გზავნილებსაც დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს აჩვენებს, რომ ქვეყნებისთვის, რომლებიც ისწრაფვიან თავისუფალი ღირებულებებისკენ, გზა გახსნილია. ვიცით, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია და ბევრ ძალისხმევას საჭიროებს",- განაცხადა ალექსანდრ დე კრუმმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics