|
2022-06-29 12:19:54, 1388 ნახვა
რეგიონი
კასპის ტექნოპარკში Skillwill Academy-ის ხელმძღვანელები ახალგაზრდებს შეხვდნენ და აკადემიის ახალი პროექტი გააცნეს
კასპის ტექნოპარკში Skillwill Academy-ის ხელმძღვანელი თემო მაღრაძე და მარკეტინგისა და კომუნიკაციის ხელმძღვანელი ნინი მოსიაშვილი კასპელ ახალგაზრდებს შეხვდნენ და აკადემიის ახალი პროექტი გააცნეს. პროექტის პრეზენტაციაზე ახალგაზრდებმა აკადემიაში ჩარიცხვის და სწავლის პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. პროექტი ახალგაზრდებს აკადემიის პროფესიონალი დეველოპერები 7 თვეში, საბაზისო ცოდნის გარეშე პროგრამირების და ვებ-ტექნოლოგიების შესწავლას სთავაზობენ. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანს, ვისაც სურს პროფესიის შეცვლა ან ახალი საქმიანობის შესწავლა. სტუდენტები, რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან სწავლის პროცესში და იმუშავებენ თვითგანვითარებაზე, შესაძლებლობა მიეცემათ დასაქმდნენ როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო კომპანიებში. პროექტის პრეზენტაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე დაესწრო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)