14:31 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-29 01:24:49, 1779 ნახვა

პოლიტიკა
მადრიდში ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ს პრეზიდენტ ბაიდენს შეხვდა

მადრიდში სადაც ნატოს სამიტი მიმდინარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აშშ-ს პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ერთმანეთს შეხვდნენ.

შეხვედრის დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია, ხელის ჩამორთმევის ფოტოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური ავრცელებს.

მადრიდში, ესპანეთის მეფის ფილიპე VI-ს სახელით, ნატოს სამიტის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურების საპატივსაცემოდ ვახშამი გაიმართა, რომელსაც მსოფლიოს 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა ესპანეთის მეფემ ფილიპე VI -მ. ნატოს სამიტის მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად მადრიდში ნატოს სამიტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა.

საქართველოს მთავრობის მეთაური სამიტზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მიიწვია.მადრიდში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებსაც გამართავს.

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics