14:31 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-28 19:27:34, 864 ნახვა

პოლიტიკა
ლომჯარია რიჟვაძეზე - ვერც კი გავაკეთებ ალბათ ამ განცხადებების შეფასებას, მაშინ შენც ძალიან დაბლა უნდა დასწიო შენი თამასა

ვერც კი გავაკეთებ ალბათ ამ განცხადებების შეფასებას, მაშინ შენც ძალიან დაბლა უნდა დასწიო შენი თამასა. - განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, ძალიან დაბლა სწევენ პოლიტიკური თუ ადამიანური ურთიერთობის თამასას ცალკეული პოლიტიკოსები და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ორმაგად დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ.

"ვფიქრობ, რომ ძალიან დაბლა სწევენ პოლიტიკური თუ ადამიანური ურთიერთობის თამასას ცალკეული პოლიტიკოსები და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ორმაგად დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება. ძალიან მიუღებელია და ვერც კი გავაკეთებ ალბათ ამ განცხადებების შეფასებას, მაშინ შენც ძალიან დაბლა უნდა დასწიო შენი თამასა და მე ვფიქრობ, რომ ეს არის შეურაცხყოფა საზოგადოების და ვერავინ ვერ იხეირებს ჩემი აზრით ამ ტიპის განცხადებებით". - განაცხადა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ რომ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი თორნიკე რიჟვაძე სამოქალაქო საზოგადოების მიერ წამოყენებულ მოთხოვნას პრემიერ-მინისტრის გადადგომის შესახებ გამოეხმაურა და თქვა რომ არა ჰგონია, ქართველი ხალხის ნება იყოს ლიბერასტების ჩრდილოვან კაბინეტს გადასცენ ხელისუფლება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics