15:34 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-28 11:39:18, 841 ნახვა

პოლიტიკა
რიჟვაძე - არა მგონია, ქართველი ხალხის ნება იყოს ლიბერასტების ჩრდილოვან კაბინეტს გადავცეთ ხელისუფლება

არა მგონია ქართველი ხალხის ნება იყოს ან ჩვენი წინაპრების ოცნება, რომ ლიბერასტების ჩრდილოვან კაბინეტს გადავცეთ ხელისუფლება,- ასე გამოეხმაურა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი თორნიკე რიჟვაძე სამოქალაქო საზოგადოების მიერ წამოყენებულ მოთხოვნას პრემიერ-მინისტრის გადადგომის შესახებ.

მისივე თქმით, საქართველო აუცილებლად დაიკავებს ღირსეულ ადგილს ევროპულ ოჯახში. 

 ,,მნიშვნელოვანია როგორც ქალაქში, ისე ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფა, ტურიზმის სექტორის მაქსიმალური მხარდაჭერა და ის ჩავარდნა, რაც გვქონდა ბოლო წლების განმავლობაში სრულად უნდა იქნეს გამოსწორებული ტურიზმის მიმართულებით.ყველას კარგად ესმის, მათ შორის ხალხს, რომ რადიკალური ნაწილი ცდილობს, მათ შორის ეს მიმდინარე აღდგენა ნებისმიერი საშუალებით დააზიანონ, გამოიწვიონ განსაკუთრებული უკმაყოფილება მოსახლეობაში, თუმცა ისინი ამ მიზანს ვერ მიაღწევენ და დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად დაიკავებს ღირსეულ ადგილს მათ შორის, ევროპულ ოჯახში. თუმცა, არა მგონია ქართველი ხალხის ნება იყოს ან ჩვენი წინაპრების ოცნება, რომ ლიბერასტების ჩრდილოვან კაბინეტს გადავცეთ ხელისუფლება" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics