08:25 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-28 10:45:17, 982 ნახვა

მსოფლიო
კანადა რუსეთსა და ბელარუსს ახალ სანქციებს უწესებს

კანადის პრემიერ მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა.

განცხადება გაკეთდა გერმანიაში, ბავარიის ალპებში G7 სამიტის მეორე დღეს. მსოფლიო ლიდერებმა პირობა დადეს, რომ მხარს დაუჭერენ უკრაინას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.კანადის სანქციების ახალი პაკეტი შეეხება ექვს ფიზიკურ პირსა და 46 კომპანიას, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის თავდაცვის სექტორთან.

" სანქციები ასევე შეეხება  15 უკრაინის  მოქალაქეს, რომლებიც  მხარს უჭერენ  რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაციას ასევე ბელარუსის მთავრობის 13 წარმომადგენელს და თავდაცვის პირს,"- ნათქვამია კანადის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 პრემიერ-მინისტრის მოსაზრებით, სანქციების ამ ახალი რაუნდით  კანადის მთავარი მიზანი არის "კრემლის დეზინფორმაციის წინააღმდეგობა".

 კანადის პრემიერ-მინისტრი  საბოლოო  გადაწყვეტილებას  G7-ის ლიდერებთან ერთად მიიღებს დასავლელი პარტნიორების მიზანია "მუდმივი და კოორდინირებული ზეწოლა, რათა დასრულდეს ვლადიმერ პუტინის  ომი".

 სანქციების შესახებ ინფორმაცია დიდი შვიდეული G7-ის სამიტის მეორე დღეს გავრცელდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics