15:12 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-27 10:35:34, 1634 ნახვა

ომი უკრაინაში
მარიუპოლში, რუსი ოკუპანტების მიერ დაბომბილ კორპუსში 100-ზე მეტი ცხედარი იპოვეს

მარიუპოლში, რუსი დამპყრობლების მიერ დაბომბილი კორპუსის შედეგად დაღუპულთა 100-ზე მეტი ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა.

ანდრიუშჩენკოს თქმით, ქალაქში ექსჰუმაცია გრძელდება.

"მარიუპოლი. ახალი სამწუხარო აღმოჩენები. ლევობერეჟნის რაიონში შენობების შემოწმებისას, დაბომბვის შედეგად დაღუპულთა 100-ზე მეტი ცხედარი იპოვეს სახლში, სადაც საჰაერო ბომბი მოხვდა პობედას გამზირისა და მეოტიდას ბულვარის კვეთაზე. ცხედრები ჯერ კიდევ ნანგრევების ქვეშ არიან.

ექსჰუმაცია გრძელდება. პრიორიტეტულად სკოლებისა და საბავშვო ბაღების ეზოებში. ექსჰუმაციის შემდეგ აქ მუშავდება სუნიანი ორმოები. ქუჩებში და ეზოებში დამუშავება არ ხდება", - ამბობს ანდრიუშჩენკო.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
CashBack-ის და VISA-ს საზაფხულო შეთავაზება ლიბერთის მომხმარებლებისთვის
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics