2022-06-26 21:26:45, 1405 ნახვა
სამართალი
მარნეულში, აივნის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ორსული კლინიკაში გარდაიცვალა
ქალაქ მარნეულში საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩამოინგრა. არსებული ინფორმაციით, მეხუთე სართულის აივანი ჩამოიშალა, რასაც ასევე მოჰყვა მეოთხე სართულის აივნის ნგრევა. რადიო "მარნეულის" ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 1 ადამიანი და დაშავდა ორი. დაშავებულებს შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები.
აივნის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ორსული კლინიკაში გარდაიცვალა. ცნობილია, რომ ადგილობრივმა კლინიკამ მისი მკურნალობა ვერ შეძლო და ის თბილისში, ერთ-ერთ საავადმყოფოში გადმოიყვანეს.
დაშავებულებს შორის ერთ-ერთი 8 წლის ბავშვია, რომელიც მარენულის ჯეო-ჰოსპიტალსის სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,