21:06 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-26 14:43:08, 1221 ნახვა

მსოფლიო
ჯონსონი - უკრაინელებს არ უნდა ურჩიონ ცუდი მშვიდობით დაკმაყოფილდნენ და ტერიტორიის ნაწილი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ დათმონ

უკრაინელებს არ უნდა ურჩიონ „ცუდი მშვიდობით დაკმაყოფილდნენ“, როდესაც მათ შესთავაზებენ დათმონ თავიანთი ტერიტორიის ნაწილი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ,- აცხადებს ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრისას.

პრემიერი  G7-ის სამიტზე და  მადრიდში ნატო -ს შეხვედრაზე გეგმავს გამოაცხადოს უკრაინის შემდგომი დახმარების გეგმა და ასევე მოუწოდოს მოკავშირეებს გააგრძელონ კიევის მხარდაჭერა ბრძოლაში, რომელსაც „პუტინის ბარბაროსობას“ უწოდებს მედიის ინფორმაციით, ჯონსონი გამოაცხადებს დაახლოებით 430 მილიონი ფუნტის გარანტიას მსოფლიო ბანკის კრედიტებისათვის.

"მომავალი თაობები შოკირებული და შთაგონებული იქნებიან ჭეშმარიტად გმირული უკრაინული წინააღმდეგობით პუტინის ბარბაროსობის წინაშე. უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს და გაიმარჯვებს. მაგრამ ამისათვის მას ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. ახლა არ არის დანებების დრო", - დასძინა პრემიერმა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე მიმართავს ვიდეო ბმულით G7 ქვეყნებს - დიდ ბრიტანეთს, აშშ-ს, კანადას, იაპონიას, საფრანგეთს, გერმანიას და იტალიას.

დიდი ბრიტანეთის მიერ გაცემული სესხის გარანტიები უკრაინის ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების პაკეტს 1,5 მილიარდ ფუნტამდე გაზრდის. ბორის ჯონსონი ასევე მოუწოდებს დასავლელ მოკავშირეებს სანქციების გამკაცრებისკენ ვლადიმერ პუტინისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics