09:47 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-26 13:55:16, 1620 ნახვა

ომი უკრაინაში
კარლ ბილდტი: კიევზე სარაკეტო თავდასხმები მიზანმიმართული ესკალაციაა

შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე კარლ ბილდტი დღეს კიევის დაბომბვას შემთხვევით არ მიიჩნევს.

მისი აზრით, ეს არის მიზანმიმართული ესკალაცია და სიგნალს აგზავნის G7-ის სამიტზე, რომელიც დღეს ელმაუში გაიხსნება.
G7-ის სამიტი კვირას გერმანიის ბავარიაში გაიმართება და უკრაინის ომი ლიდერთა შეხვედრის მნიშვნელოვანი თემა იქნება.
რუსული ოქროს ექსპორტი აღარ დაიშვება დიდ ბრიტანეთში, კანადაში, აშშ-სა და იაპონიაში, მკაცრი ახალი ზომების გამო, რომელიც  G7-ის სამიტზე გამოცხადდება,- წერს გავლენიანი გამოცემა Bloomberg.

უკრაინის დედაქალაქ კიევზე რუსული სარაკეტო  თავდასხმის შედეგად დაშავებული ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.

მისივე თქმით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შევჩენკოვსკის რაიონში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან შვიდი წლის გოგონა ამოიყვანეს. 

"მეგობრებო! შევჩენკოს რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, რომელსაც რაკეტა მოხვდა, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ნანგრევების ქვეშ არიან ადამიანები. ზოგიერთი მაცხოვრებლის ევაკუაცია განხორციელდა, ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაშველები აგრძელებენ მუშაობას, ექიმები მუშაობენ ადგილზე, შევჩენკოს რაიონში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან შვიდი წლის გოგონა ამოიყვანეს, ის ცოცხალია,“, - განაცხადა კლიჩკომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics