15:32 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-25 17:19:02, 1647 ნახვა

ომი უკრაინაში
პარლამენტის სპიკერი - მოლდოვა მზადაა მხარი დაუჭიროს ყველა იმ სანქციას რუსეთის წინააღმდეგ, რომლის გახანგრძლივებასაც EU აპირებს

მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ყველა იმ სანქციას რუსეთის წინააღმდეგ, რომლის გახანგრძლივებასაც EU აპირებს. - განაცხადა მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერმა იგორ გროსუმ.

მისივე თქმით,სანქციების მიზანია ომის შეჩერება, რათა ამის შემდეგ დიპლომატები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ და გამოსავალი იპოვონ.

„ჩვენ გამოვხატავთ სოლიდარობას ევროკავშირის მიმართ. როგორც ჩვენი სტატუსი, ასევე ჩვენი სურვილი ევროპის მიმართ გვავალდებულებს განვაგრძოთ სოლიდარობა. ამ სანქციების მიზანია ომის შეჩერება, რათა ამის შემდეგ დიპლომატები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ და გამოსავალი იპოვონ“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics