21:04 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-24 19:44:44, 1064 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა 1973 წლის გადაწყვეტილება, რომელიც აბორტის უფლებას კონსტიტუციურად აქცევდა

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა 1973 წლის გადაწყვეტილება როუ უეიდის წინააღმდეგ, რომელიც აბორტის უფლებას კონსტიტუციურად აღიარებდა.

ხუთმა კონსერვატიულმა მოსამართლემ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილების გაუქმებას, რომელთაგან სამი დაინიშნა დონალდ ტრამპის დროს.

აშშ-ს სულ მცირე 22 შტატი ახლა სავარაუდოდ აკრძალავს აბორტს მთლიანად ან უმეტეს შემთხვევაში. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, მისურის გენერალურმა პროკურორმა ხელი მოაწერა კანონს აბორტის აკრძალვის შესახებ.

Roe v. Wade-ის სავარაუდო გაუქმების შესახებ ცნობილი გახდა მაისის დასაწყისში, როდესაც მედიამ გამოაქვეყნა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების პროექტი.

ამასთან გუშინ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ხუთშაბათს მიიღო გადაწყვეტილება: ამერიკელებს აქვთ უფლება ატარონ იარაღი საჯაროდ. ამრიგად, ექვსი ხმით სამის წინააღმდეგ, მოსამართლეებმა გააუქმეს ნიუ-იორკში ადრე მიღებული კანონი, რომელიც ზღუდავდა მოქალაქეებს იარაღის ტარების უფლებას. მისი თქმით, ნიუ-იორკელებს, რომლებსაც საიდუმლო იარაღის ტარების ლიცენზიის მოპოვება სურთ, უნდა დაემტკიცებინათ, რომ მათ სიცოცხლეს რაღაც ემუქრებოდა. უზენაესმა სასამართლომ ეს მოთხოვნა არაკონსტიტუციურად მიიჩნია.

აშშ-ს უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეთა უმრავლესობა კონსერვატორია





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics