|
2022-06-24 13:20:53, 1364 ნახვა
რეგიონი
აჭარა პოლონეთის კულინარიულ ფესტივალზე იყო წარმოდგენილი
აჭარული სამზარეულო პოლონეთში კულინარიულ ფესტივალზე “Fortress of Tastes“ იყო წარმოდგენილი. ვრცოლავთან ახლოს ჩოჰას ისტორიულ ციხე-სიმაგრეში გამართული ფესტივალის სტუმრებს კერძების, ღვინისა და ქართული ნუგბარის დაგემოვნების პარალელურად ქართულ ფოლკლორ შოუზე დასწრების საშუალებაც ჰქონდათ. ფესტივალზე რეგიონის გასტრონომიული პოტენციალი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ქართველ შეფმზარეულებთან და ტურისტული სერვისის მიმწოდებელ კომპანიებთან ერთად წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, ჩოჰას კულინარიული ფესტივალი წელს მეხუთედ გაიმართა და მასში აჭარა პირველად ღებულობდა მონაწილეობას. საინტერესო მდებარეობის გამო ფესტივალს 15 000-მდე ვიზიტორი პოლონეთის მეზობელი ქვეყნებიდან გერმანიიდან და ჩეხეთიდანაც სტუმრობდა. ფესტივალზე განსაკუთრებული პოპულარულობით შუასაუკუნეების დროინდელი რეცეპტურით დამზადებული კერძები და სასმელები სარგებლობდა. მათივე ცნობით, კულინარიულ ფესტივალში მონაწილეობით ტურიზმის დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ადგილობრივი სამზარეულო და ღვინო პოლონეთში, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია წლებია აქტიურად მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)