18:00 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-24 10:21:52, 593 ნახვა

პოლიტიკა
კახა კახიშვილი - ხელისუფლება ნამდვილად არ არის პოლარიზაციის მომხრე

სიმართლე გითხრათ, ცოტა რთულად წარმომიდგენია, როგორ შეიძლება განხორციელდეს დეპოლარიზაცია მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების სურვილის საფუძველზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა კახიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ისეთი ხალხია აღშფოთებული და უკუსვლაზე საუბრობს, თითქოს მათ პერიოდში რომელიმე კრიტერიუმით ჩვენ წინ იყო ქვეყანა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს ეს კრიტერიუმი გაუარესდა.

„ხელისუფლება ნამდვილად არ არის პოლარიზაციის მომხრე. თუ გუშინდელ სხდომას გავიხსენებთ, ფაქტია, რომ ეს გამოძახილი იყო იმისთვის, რომ მერე აქეთა მხრიდან ყოფილიყო კონტრშეტევა და შემდგომში ეს ტირაჟირებულად გაეგზავნათ სხვადასხვა ინსტანციასა და ლობისტებთან. რომ ყოფილიყო საუბარი - შეხედეთ, რა ტონალობით საუბრობს დღესაც საქართველოს ხელისუფლება. თუნდაც მათი მოწოდებები, რაზეც ვსაუბრობდით და არც მალავენ, რომ გადატრიალებისთვის, თუ რისთვისაც ემზადებიან, ეს რომ არ არის დეპოლარიზაციის წამალი, მგონი ყველას კარგად გვესმის. მეტიც, ისეთი ხალხია აღშფოთებული და უკუსვლაზე საუბრობს, თითქოს მათ პერიოდში რომელიმე კრიტერიუმით ჩვენ წინ ვიყავით და ჩვენი ხელისუფლების დროს ეს კრიტერიუმი გაუარესდა“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics