18:01 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-24 00:44:55, 1248 ნახვა

პოლიტიკა
ბორელი - ევროკავშირის საბჭომ აღიარა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის

დღეს ევროკავშირის საბჭომ აღიარა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბორელი აღნიშნავს, საქართველო ამიერიდან მყარად ადგას ევროპულ გზას.

„ახლა ჩვენ ერთად ვიმუშავებთ საერთო გზის ყოველ ნაბიჯზე, რათა ავაშენოთ საქართველოს მომავალი ევროპაში. საქართველო ამიერიდან მყარად ადგას ევროპულ გზას! დიახ, არის პირობები. ეს დიდი ნაბიჯია წინ და ამ ნაბიჯის მნიშვნელობა არ უნდა დავაკნინოთ. პირიქით, ეს ასევე არის ნიშანი აღიარებისა და წახალისებისა. ახლა ევროპული გზა საქართველოსთვის შესანიშნავად არის მონიშნული. თქვენ იცით, რა, როდის და როგორ უნდა გაკეთდეს. ჩვენ ერთად სამუშაოდ მზად ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს საზოგადოებას, რომ გამოვიყენოთ ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, ააშენოს საქართველო ევროპული მომავალი“, – წერს ჯოზეფ ბორელი.

ბრიუსელში დაწყებული ევროკავშირის სამიტზე უკრაინამ და მოლდოვამ ოფიციალურად მიიღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების სტატუსი. ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა, შალე მიშელმა გადაწყვეტილებას "ისტორიული მომენტი" უწოდა. ამგვარად, ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს კიევს და კიშინოვს.
ამასთან,  ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics