18:01 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-23 21:45:39, 886 ნახვა

პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი - ელენე ხოშტარია აკეთებს რუსეთის საქმეს, ებრძვის პროკურატურა

ელენე ხოშტარია აკეთებს რუსეთის საქმეს, ებრძვის პროკურატურას, იმიტომ, რომ  პროკურატურამ რუსეთს საქმე მოუგო, ებრძვის იმ პროკურორს, რომელიც ქოლცენტრების საქმეს იძიებს - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა. 

მისი თქმით, სწორედ პროკურორი სადრაძე იკვლევს ქოლცენტრების საქმეს, ანუ, იმ საქმეს, რომლის კვალიც გადის კეზერაშვილზე და გასაგებია, ვის დაკვეთას ასრულებს ამ შემთხვევაში ხოშტარია.
„პროკურატურის მენეჯერები არიან ის ადამიანები, ვისი გამოძიებული საქმითაც საქართველომ სტრასბურგში მოუგო საქმე რუსეთს აგვისტოს ომთან დაკავშირებით. სწორედ მათ მიერ გამოკვლეული საქმეები  დაედო საფუძვლად საქართველოს გამარჯვებას რუსეთის ფედერაციის წუნააღმდეგ. 

მეორეს მხრივ, პროკურორ სადრაძეს რატომ არჩევს ეს ადამიანი. თუ დავაკვირდებით, სწორედ სადრაძე იკვლევს ქოლცენტრების საქმეს, ანუ, იმ საქმეს, რომლის კვალიც გადის კეზერაშვილზე და გასაგებია, ვის დაკვეთას ასრულებს ამ შემთხვევაში ხოშტარია. 

საინტერესო სურათი იკვრება. ხოშტარია აკეთებს რუსეთის საქმეს, ებრძვის პროკურატურას, იმიტომ, რომ მოუგო პროკურატურამ საქმე რუსეთს, ებრძვის იმ პროკურორს, რომელიც ქოლცენტრების საქმეს იძიებს. ის ამით აკეთებს რუსეთის საქმეს“ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics