2022-06-23 21:21:53, 1541 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ახალი სარჩელი შეაქვს
რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ახალი სარჩელი შეგვაქვს. - განაცხადა უკრაინის იუსტიციის მინისტრმა.
მისივე თქმით, სარჩელი ეხება და აღწერს მოვლენებს რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან 7 აპრილამდე პერიოდს.
"უკრაინა ითხოვს რუსული ჯარების სრულად გაყვანას და ფულად კომპენსაციას დაზარალებულებისთვის. რუსეთის სამხედრო შეჭრის პირველ ეტაპზე ზარალმა მინიმუმ 80 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,