|
2022-06-23 18:15:16, 959 ნახვა
პოლიტიკა
მაიკლ გალერი - ქართველმა ხალმა იცის, ვინ უნდა დაადანაშაულოს იმაში, თუ რა ხასიათის ტექსტის შემუშავება მოუწია ევროკომისიას
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველმა ხალმა, იცის, ვინ უნდა დაადანაშაულოს იმაში, თუ რა ხასიათის ტექსტის შემუშავება მოუწია ევროკომისიას,- ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას ოპოზიციასთან ერთად, „ევროპის სახალხო პარტია“ ეწინააღმდეგებოდა. მისივე თქმით, უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები იმსახურებენ, იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყნებში, ევროპულ საბჭოს შეუძლია, მათი ლეგიტიმური მისწრაფებების შესრულებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას „მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველმა ხალმა, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლის დემონსტრირებას ახდენს, იცის, ვინ უნდა დაადანაშაულოს იმაში, თუ რა ხასიათის ტექსტის შემუშავება მოუწია ევროკომისიას, რომ სამართლიანად და სწორად დაესახა საქართველოს მთავრობისთვის ამოცანები.ები, მოლდოველები და ქართველები იმსახურებენ, იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყნებში, რომლებიც ევროპული ოჯახის წევრი არიან. დღეს ევროპულ საბჭოს შეუძლია, მათი ლეგიტიმური მისწრაფებების შესრულებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას“, – წერს მაიკლ გალერი Twitter-ზე. ცნობისთვის, ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს უნდა მიეცეს ევროპული მომავლის საშუალება, მაგრამ კონკრეტული პირობებით, რომლის შესრულების შემთხვევაში მიეცემა კანდიდატის სტატუსი. აღსანიშნავია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი დათქმების გარეშე მიიღეს. კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბრიუსელში, 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე მიიღებენ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)