|
2022-06-23 16:21:39, 805 ნახვა
პოლიტიკა
ჯონსონი - რუსეთის აგრესია უკრაინის ომში მომდევნო რამდენიმე თვეში შენელდება, რადგან მისი არმია ამოწურავს საკუთარ რესურსებს
რუსეთის აგრესია უკრაინის ომში მომდევნო რამდენიმე თვეში შენელდება, რადგან მისი არმია ამოწურავს მის რესურსებს. - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა. მისივე თქმით, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის ძალები წინ მიიწევენ აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში, თუმცა ეს ყველაფერი მათ ცოცხალი ძალისა და ტექნიკის სერიოზული დანაკარგის საფუძველზე უწევთ. „ჩვენი თავდაცვის სადაზვერვო სამსახური კი თვლის, რომ მომდევნო რამდენიმე თვეში რუსეთი შეიძლება მივიდეს იმ მომენტამდე, როდესაც წინსვლა აღარ იქნება, რადგან ის ამოწურავს საკუთარ რესურსებს“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)