|
2022-06-23 15:49:35, 772 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ზურაბიშვილზე - თავისი საუბრით სალომე სამადაშვილის რიტორიკას უტოლდება
სალომე ზურაბიშვილი თავისი რიტორიკით არის დასული სალომე სამადაშვილის დონეზე. - განაცხადა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელი საგანგებო ბრიფინგის საპასუხოდ. მისივე თქმით, ზურაბიშვილი თვითონ ეწევა კანდიდატობის საწინააღმდეგო კამპანიას მთელი ამ დროის განმავლობაში. " ზურაბიშვილი თვითონ ეწევა კანდიდატობის საწინააღმდეგო კამპანიას მთელი ამ დროის განმავლობაში. მისი განცხადებები, რომ ვართ ჩამორჩენილი და ა.შ. რა თქმა უნდა, ამას ემსახურება. ჩამორჩენილი თუ არის ქვეყანა, გამოდის, რომ კანდიდატობას არ იმსახურებს, მაგრამ ჩვენ გვგონია, რომ საქართველო კი არ არის ჩამორჩენილი, სალომე ზურაბიშვილი ჩამორჩა რაღაცებს. სალომე ზურაბიშვილი თავისი რიტორიკით არის დასული სალომე სამადაშვილის დონეზე, რაც ძალიან სამწუხაროა". - განაცხადა ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტოს უფლება პირველად, მოსმენების კანონთან დაკავშირებით გამოყენა. ზურაბიშვილმა ასევე დასძინა, რომ მომავალი 6 თვის განმავლობაში, ყველა კანონს "რომელიც ამ 6 თვეში იქნება მიღებული არასწორი მიმართულებით" ვეტოს დაადებს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)