21:58 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-23 13:23:28, 895 ნახვა

მსოფლიო
ლიზ თრასი - მარცვლეულის კრიზისი ლიდერებმა უნდა მოაგვარონ, მსოფლიო შესაძლოა დამანგრეველ შედეგებამდე მივიდეს

უკრაინული მარცვლეულის კრიზისი გლობალურმა ლიდერებმა მომდევნო თვეში უნდა მოაგვარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიო შესაძლოა დამანგრეველ შედეგებამდე მივიდეს,- განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ თრასმა.

 თურქეთის დედაქალ ანკარაში ვიზიტისას თრასმა აღნიშნა, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესახებ  ესაუბრა, რათა რუსეთის მიერ ბლოკირებული მარცვლეულის ექსპორტი განხორციელდეს.

" მარცვლეულის კრიზისი გადაუდებელია და უნდა მოგვარდეს მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება დავინახოთ დამანგრეველი შედეგები,პუტინი შიმშილს იარაღად აყენებს. ის იყენებს სასურსათო უსაფრთხოებას, როგორც ომის ამაღელვებელ იარაღს. მან დაბლოკა უკრაინის პორტები და აჩერებს 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტს მთელს მსოფლიოში, ითხოვს გამოსასყოდს მსოფლიოსგან. ცხადია კომერციულ გემებს უნდა ჰქონდეთ უსაფრთხო გადასასვლელი, რათა შეძლონ უკრაინის პორტების დატოვება. უკრაინის პორტები დაცული უნდა იყოს რუსული თავდასხმებისგან.'- დასძინა თრასმა პრესკონფერენციაზე.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics