19:12 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-23 12:39:52, 968 ნახვა

პოლიტიკა
მეცოლა - ევროპარლამენტმა პირველივე დღიდან განსაზღვრა, რომ ჩვენ გვჭირდება სამივე ქვეყნის, როგორც, კანდიდატი ქვეყნების მიღება

ევროპარლამენტმა პირველივე დღიდან განსაზღვრა, რომ ჩვენ გვჭირდება სამივე ქვეყნის მიღება, როგორც კანდიდატი ქვეყნების,- ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

მეცოლას თქმით, სწორედ ეს ფორმულირება იქნება ასახული დღევანდელ  ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებებში.

„ბოლო დღეებისა და კვირების განმავლობაში ბევრ ქართველს ვესაუბრე. საბჭოს დასკვნის ფორმულირება ხსნის გზას საქართველოსთვის. ეს არის ის, რაც ევროპარლამენტმა განსაზღვრა პირველივე დღიდან, რომ ჩვენ გვჭირდება სამივე ქვეყნის მიღება, როგორც კანდიდატი ქვეყნების. ეს ფორმულირება ასახული იქნება დღევანდელ გადაწყვეტილებებში ევროკავშირის საბჭოში. დღეს ასევე არის ისტორიული და განსაკუთრებული დღე, რადგან გვაქვს ომი ჩვენს კონტინენტზე და იმედი მაქვს, მივცემთ კანდიდატის სტატუსს უკრაინასა და მოლდოვას“,- განაცხადა მეცოლამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი იმართება, რომელზეც ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის განაცხადებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

ამასთან, 17 ივნისს ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს უნდა მიეცეს ევროპული მომავლის საშუალება, მაგრამ კონკრეტული პირობებით, რომლის შესრულების შემთხვევაში მიეცემა კანდიდატის სტატუსი. 

აღსანიშნავია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი დათქმების გარეშე მიიღეს. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics