21:58 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-23 10:45:48, 791 ნახვა

მსოფლიო
მიწისძვრა ავღანეთში - თალიბანის რეჟიმი ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას ითხოვს

 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 1500- ზე მეტი დაშავდა ავღანეთში მომხდარი 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად. თალიბანის რეჟიმი მსოფლიოს ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას სთხოვს.

 თალიბანის მაღალჩინოსანმა აბდულ ქაჰარ ბალხიმ განაცხადა, რომ ქვეყანა ვერ შეძლებს დაზარალებულების სრულად დახმარებას

" მეზობელი ქვეყნები და მსოფლიო ძალები გვეხმარებიან, დახმარება უნდა გაიზარდოს ძალიან დიდი ზომით, რადგან ეს არის დამანგრეველი მიწისძვრა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ მომხდარა.”- განაცხადა თალიბანის ლიდერმა.

მედიის ცბობით,ადამიანები დანგრეული სახლების ნანგრევებში მოყვნენ. სამაშველო სამუშაოებს ძლიერი წვიმა და რესურსების ნაკლებობა აფერხებს.

თალიბებისთვის, ისლამისტური მოძრაობისთვის, რომელმაც ძალაუფლება დაიბრუნა, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის დაშლის შემდეგ,ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში მომხდარი ყველაზე მომაკვდინებელი მიწისძვრა  მთავარი გამოწვევაა. მიწისძვრა ქალაქ ხოსტიდან დაახლოებით 44 კილომეტრში დაფიქსირდა. ბიძგები იგრძნობოდა პაკისტანსა და ინდოეთში.

გაეროს ხელმძღვანელმა, ანტონიო გუტერესმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია „სრულად მობილიზებულია“ კატასტროფის გამო. მისივე თქმით ავღანეთში ჯანდაცვის ჯგუფები, სამედიცინო მარაგი და ჰუმანიტატული დახმარება გაიგზავნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics