|
2022-06-23 10:22:04, 815 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ს ჰელსინკის კომისია - მოვუწოდებთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს, სამივე ქვეყანას მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი
საქართველოს ხალხმა ასევე ბევრი შესწირა თავისი ევროპული იდენტობისთვის რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, მიუხედავად რუსეთის მეომრებისა და მტკივნეული რეფორმების გამოწვევებისა. მათ აჩვენეს, რომ შეუძლიათ გაუმკლავდნენ გამოწვევას, თუ და როცა გზა ნათელია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათაც უნდა მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ,- ვკითხულობთ აშშ-ს ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების თანახმად, ყველა ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება აირჩიოს საკუთარი ალიანსები და განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკა.
ცნობისთვის, ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს უნდა მიეცეს ევროპული მომავლის საშუალება, მაგრამ კონკრეტული პირობებით, რომლის შესრულების შემთხვევაში მიეცემა კანდიდატის სტატუსი. აღსანიშნავია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი დათქმების გარეშე მიიღეს. კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბრიუსელში, 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე მიიღებენ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)