20:20 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-22 19:21:50, 1002 ნახვა

პოლიტიკა
შოლცი - უახლოეს მომავალში პუტინის იმპერიალისტურ რუსეთთან პარტნიორობა წარმოუდგენელია

უახლოეს მომავალში პუტინის იმპერიალისტურ რუსეთთან პარტნიორობა წარმოუდგენელია. - განაცხადა  გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა.

მისივე თქმით, გერმანია პასუხისმგებლობას იღებს არამარტო საკუთარი თავის, არამედ მოკავშირეების თავდაცვაზეც.

"უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების წინაშე გაგვაჩნია. გერმანიის შეირაღებული ძალები აღიჭურვება ისე, რომ შეძლოს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოკავშირეების დაცვა, ნებისმიერი თავდასხმის შემთხვევაში. ეს არის ახალი ბუნდესვერის სტანდარტი". - განაცხადა შოლცმა.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics