20:20 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-22 17:04:33, 846 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი აკაკი მინაშვილს - აკო, აკუნა, ნუ არტისტობ, არ გინდა, წყნარად იყავი

აკო, აკუნა, ნუ არტისტობ, არ გინდა, წყნარად იყავი, - ასე მიმართა პარლამენტის  სხდომაზე  გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს აკაკი მინაშვილს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავის დროზე არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა.ღარიბაშვილის ამ განცხადებას მოჰყვა აკაკი მინაშვილის მხრიდან ხმაური, რომელმაც პრემიერი სიცრუეში დაადანაშაულა.

„ნუ ყვირი, კაცო. კარგად იცი ეს შენ. ნუ არტისტობ ახლა, აკო, აკუნა, ნუ არტისტობ, არ გინდა, წყნარად იყავი“, - მიმართა ღარიბაშვილმა მინაშვილს.

„თუ ნერვების მოთოკვა არ შეგიძლიათ, ესეც გვითხარით და დატოვეთ დარბაზი, აქ სხვები, კოლეგები უსმენენ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას სხდომის ჩაშლის საშუალებას არ მისცემს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics