20:19 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-22 16:55:41, 948 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი ოპონენტებს - ომის შემდეგ თქვენ რა გააკეთეთ, რომ სანქციები დაგეწესებინათ რუსეთისთვის? ნული, არაფერი არ გაგიკეთებიათ

ომის შემდეგ, ყველას კარგად გვახსოვს, რომ საქართველომ, მათი ლიდერობით, მათი ხელისუფლების დროს მოაწერა ხელი, ფაქტობრივად, კაპიტულანტურ რეზოლუციას, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური წლიურ ანგარიშს წარადგენს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამის შემდეგ, ომის შემდეგ, მათი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რუსულ სახელმწიფო კომპანიებს მიყიდეს სტრატეგიული ობიექტები.

„გამოდიოდა ვანო მერაბიშვილი და ამბობდა, რომ რუსულ ფულს სუნი არ აქვსო. ეს ცნობილი გამონათქვამი ყველას კარგად გვახსოვს. ეს ყველაფერი მოხდა აგვისტოს ომის შემდეგ. ახლა, რატომ მოვყევი ამდენი - მინდა ყველაფერი შევახსენო, მოსწონთ, თუ არ მოსწონთ, უნდა მოითმინონ და მოისმინონ ბოლომდე მათი დანაშაულებები.

დღეს ჩვენ მოგვიწოდებენ - სანქციებს რატომ არ შეუერთდით, რატომ არ დაუწესეთ ეკონომიკური სანქციები - ანუ  ჩვენს ხალხს რატომ არ დაუწესეთ სანქციები, ეს ხომ ამას ნიშნავს, ფაქტიურად, ამ რისკების გათვალისწინებით, რომლებზეც ახლა გესაუბრეთ, წინა მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, მინდა კითხვა დავუსვა ძვირფას ოპონენტებს - ომის შემდეგ თქვენ რა გააკეთეთ, რომ სანქციები დაგეწესებინათ რუსეთისთვის? ნული, არაფერი. არაფერი არ გაგიკეთებიათ. არავითარი აქტივობა მათი მხრიდან მსოფლიოში არ გვინახავს ჩვენ, პირიქით, მოაწერეს კაპიტულანტურ რეზოლუციას, მიჰყიდეს რუსულ სახელმწიფო კომპანიებს სტრატეგიული აქტივები, ენერგეტიკული ობიექტები, უამრავი, ათეულობით ენერგეტიკული ობიექტი. ამის შემდეგ თქვენმა გუნდმა, სააკაშვილმა დაუწესა უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს, მაგარი სანქციები გაატარეს", -  განაცხადა პრემიერმა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics