|
2022-06-22 11:57:58, 841 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - გულდასაწყვეტია, რომ ხდება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და ქვეყნის დასჯა
გულდასაწყვეტია ის, რომ ხდება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და, პირდაპირ შეიძლება თქმა, რომ ქვეყნის დასჯა, რომ არ მოგვცეს სტატუს, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ უნდა დავყაროთ ფარ-ხმალი, გავაგრძელოთ მუშაობა და, დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ამ სტატუსის მოპოვებას,- აცხადებს თბილისის მერი, კახა კალაძე მისივე თქმით, გარკვეული ძალები თავისი ვიწროპარტიული ინტერესებით ცდილობებ ქვეყნის დაზიანებას. "ჩვენ არ დავუშვებთ ბნელი, დესტრუქციული ძალების მიერ დასახული გეგმის რეალიზებას და არავის მივცემთ საშუალებას, ჩვენი ქვეყნის განვითარება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს და თავისი ვიწროპარტიული ინტერესებით დააზიანოს ქვეყანა, ქვეყნის განვითარება და ქვეყნის წინსვლა. არავის ამის შესაძლებლობა ამ ქვეყანაში არ მიეცემა. მე როდესაც ვსაუბრობ ევროპულ განვითარებაზე და როდესაც ვამბობ, გულდასაწყვეტია, რომ ეს სტატუსი არ მოგვცეს, რა თქმა უნდა, ამას აქვს თავისი ახსნა. საქართველომ მართლა ყველაფერი გააკეთა ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა გატარებული რეფორმებით, თუნდაც, რა ვიცი, არაფერზე უკან არ დაგვიხევია. რამდენიმე დღის წინ ვისაუბრე ამაზე და კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა - არაფერზე საქართველოს უკან არ დაუხევია არასდროს. გვქონდა ომები, გვაქვს დაკარგული ტერიტორიები, ჩვენი სამხედროები ყველაზე დიდი რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, ყველაზე მეტი თავგანწირვით იბრძოდნენ, უამრავი დაღუპული ჯარისკაცი, უამრავი ფეხდაკარგული, ხელდაკარგული ჯარისკაცი, ეს ჩვენთვის ძაან ბევრ რამეს ნიშნავს, თითოეული ქართველისთვის ძაან ბევრ რამეს ნიშნავს. თითოეულმა ქართველმა, თითოეულმა ჩვენგანმა ვიცით, თუ რამხელა ხარჯი გაიღო საქართველომ ამ ყველაფრიოსთვის. რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია ის, რომ ხდება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და, პირდაპირ შეიძლება თქმა, რომ ქვეყნის დასჯა, რომ არ მოგვცეს სტატუს, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ უნდა დავყაროთ ფარ-ხმალი, გავაგრძელოთ მუშაობა და, დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ამ სტატუსის მოპოვებას,-აცხადებს თბილისის მერი, კახა კალაძე. შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს უნდა მიეცეს ევროპული მომავლის საშუალება, მაგრამ კონკრეტული პირობებით, რომლის შესრულების შემთხვევაში მიეცემა კანდიდატის სტატუსი. აღსანიშნავია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი დათქმების გარეშე მიიღეს. კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბრიუსელში, 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე მიიღებენ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)