21:40 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-21 18:02:58, 977 ნახვა

პოლიტიკა
გონჩარენკო - საქართველოს ახლა პრობლემები აქვს, მაგრამ გთხოვთ, არ დატოვოთ ქართველები ერთი ოლიგარქის ხელში

საქართველო, მათ ახლა პრობლემები აქვთ, მაგრამ გთხოვთ, არ დატოვოთ ქართველები ერთი ოლიგარქის ხელში, - ამის შესახებ უკრაინის ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ოლექსეი გონჩარენკომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისი თქმით, მხარი უნდა დაუჭირონ ქართველ ხალხს, რათა მიიღონ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი. 

"საქართველო, მათ ახლა პრობლემები აქვთ, მაგრამ გთხოვთ, არ დატოვოთ ქართველები ერთი ოლიგარქის ხელში. ამიტომაც, ძვირფასო ძმებო, ჩვენ უნდა დაგიჭიროთ მხარი და უნდა განვაცხადოთ, რომ ქართველმა ხალხი მიიღოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი. მომავალ კვირას, ნატოს სამიტი გაიმართება, და ვთხოვ თურქეთს, მხარი დაუჭირეთ ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას. და ვთხოვ ყველას, მხარი დაუჭირეთ  უკრაინა, საქართველოსა და მოლდოვას, რათა გახდნენ ევროკავშირის წევრები. უნდა ვიყოთ ერთიანები, უნდა ვიყოთ საკმარისად ძლიერები, რათა ვებრძოლოთ ყველა გამოწვევას, რაც დღეს გვაქვს",- განაცხადა ოლექსეი გონჩარენკომ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics