21:40 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-21 15:39:53, 843 ნახვა

პოლიტიკა
ელისაშვილი ხოშტარიაზე - ჭკუის დარიგება არ მინდა, მაგრამ რუსული რუბლი რომ ჩამერიცხოს, შეიძლება, გული გამისკდეს

ელენე ხოშტარიას ადგილზე ყველაფერს ნათელს და მკაფიოს გავხდიდი, რომ დამატებითი მითქმა-მოთქმა არ იყოს,- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თავად რუსულ ფულს ხელს ვერ მოკიდებდა, როგორი წარმომავლობისაც არ უნდა იყოს ის.

"რა თქმა უნდა, ელენე ხოშტარიას ადგილზე ყველაფერს ძალიან ნათელს და მკაფიოს გავხდიდი, რომ დამატებითი მითქმა-მოთქმა არ იყოს. სხვას ჭკუას არ ვარიგებ, მაგრამ რუსულ ფულს ხელს ვერ მოვკიდებდი, როგორი წარმომავლობისაც არ უნდა იყოს. ელენე ხოშტარია არის პოლიტიკოსი და არჩევნებზე ვნახავთ, ხალხმა რა როგორ აღიქვა. ჭკუის დარიგება არ მინდა, მაგრამ რუსული რუბლი რომ ჩამერიცხოს, შეიძლება, გული გამისკდეს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 შეგახსებებთ, რომ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ელენე ხოშტარიას მოუწოდა, რუსეთიდან მიღებული შემოსავლების შესახებ, ინფორმაცია გაასაჯაროვოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics