|
2022-06-21 12:56:31, 713 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - ეროვნული ინტერესების გამო რუსეთს სანქციებს ვერ დავუწესებთ
რა თქმა უნდა, საერთაშორისო, გლობალური ფინანსური სისტემის ნაწილი ვართ და ჩვენი რეაქციის ადეკვატურობის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი ის არის, რაც მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ინდივიდუალურად არც ერთ კომპანიას ექნებოდა უფლება საქართველოს გამოყენებით მოეხდინა სანქციების გვერდის ავლა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, პანელური დისკუსიის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამის მკაფიო მაგალითია „ვითიბი" ბანკი, რომელიც, როგორც კი სანქციების ქვეშ მოექცა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მთავრობასთან ერთად ძალიან მჭიდროდ იმუშავა და სწრაფად, ერთ კვირაში მოახდინა ამ საქმის ჯეროვანი მართვა და მოაგვარა ეს საკითხი. „თუმცა, მკაფიოდ დავაფიქსირეთ, რომ ჩვენ, ქართველები ვერ დავუწესებთ ე. წ. ეროვნულ ეკონომიკურ სანქციებს რუსეთს და ძალიან გასაგები მიზეზების გამო, რადგან ჩვენი ეროვნული ინტერესები, უსაფრთხოების და ეკონომიკური გამოწვევები გაგვაჩნია, პრინციპში, ეს ჩვენი მოტივაციაა. საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც არ დაუწესა რუსეთს ეროვნული ეკონომიკური სანქციები. ჩვენი ქვეყნის მოწყვლადობის გამო. ვერ იპოვით ბევრ ქვეყანას მსოფლიოში, რომელის რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, თან, ჩვენი გეოგრაფიის გათვალისწინებით, იოლად გაიგებთ სად ვიმყოფებით. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ მთავრობის მეთაურის რანგში, მე ვალდებული ვარ ვიფიქრო ჩვენი ხალხის უსაფრთხოებაზე. რა თქმა უნდა, პოლიტიკურად საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად და სრულ კოორდინაციაში ვართ ჩვენს საერთაშორისო, ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან. სწორედ ეს არის ჩვენი პოზიცია. აი, მაგალითად, მოლდოვა, რომელიც ასოცირებული ტრიოს შემადგენლობაში შემავალი ქვეყანაა. მას არ დაუწესებია რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები და ეს ძალიან გასაგები მიზეზების გამო მოხდა. მათ შეიძლება უფრო მეტი გამოწვევა ჰქონდეთ უსაფრთხოების კუთხით ", - აღნიშნა პრემიერმა.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)