21:41 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-21 11:27:45, 1320 ნახვა

პოლიტიკა
„თბილისის გარდა სახლი არ მაქვს“ - ანტიპუტინისტური პანკ ჯგუფის წევრი საქართველოში არ შემოუშვეს

ცნობილი პანკ ჯგუფის - Pussy Riot-ის ერთ-ერთი წევრი, ოლგა ბორისოვა საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ მანდ საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე დაწერა. 

მისი თქმით, თბილისის გარდა სახლი არ აქვს, თუმცა, საქართველომ ის ჯერ სტამბულში, შემდეგ კი, ამსტერდამში "გააგდო".

"საქართველოში შესვლა ამიკრძალეს. უმიზეზოდ. თბილისის გარდა სახლი არ მაქვს, იქ მყავს მეგობარი ბიჭი და ბინა, რომელსაც ვიხდი. ახლა უკვე საქართველოდან გამაგდეს სტამბულში და როგორც ჩანს ახლა ამსტერდამში დამაბრუნებენ (დილის 3 საათზე ავდექი და მას შემდეგ საქართველოში მივფრინავ)",- წერს ოლგა ბორისოვა. 

Pussy Riot არის რუსული ფემინისტური საპროტესტო და პერფორმანსული არტის ჯგუფი, რომელიც დაფუძნებულია მოსკოვში და პოპულარული გახდა თავისი პროვოკაციული პანკ როკ მუსიკით, რომელიც მოგვიანებით უფრო ხელმისაწვდომ სტილად იქცა. დაარსდა 2011 წლის აგვისტოში, მასში დაახლოებით 11 ქალი იყო. ჯგუფი აწყობდა  პარტიზანულ კონცერტებს საზოგადოებრივ ადგილებში. ეს სპექტაკლები გადაიღეს მუსიკალური ვიდეორგოლების სახით და განთავსდა ინტერნეტში. ჯგუფის ლირიკული თემები მოიცავდა ფემინიზმს, ლგბტ უფლებებს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და მისი პოლიტიკის წინააღმდეგობას და პუტინის კავშირებს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელობასთან. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics