2022-06-21 00:36:19, 1156 ნახვა
პოლიტიკა
ბორელი - ჩვენ დავიწყოთ მომზადება უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროპული ინტეგრაციისთვის
ჩვენ დავიწყოთ მომზადება უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროპული ინტეგრაციისთვის - ამის შესახებ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
ბორელმა მხარდამჭერი განცხადება დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ლუქსემბურგში გააკეთა.
„თქვენ იცით, რომ ევროკავშირის საბჭომ ამ კვირაში უნდა გააგზავნოს სიგნალი, რომ ჩვენ დავიწყოთ მომზადება უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროპული ინტეგრაციისთვის. ეს არის ძლიერი სიგნალი. ეს არის გზავნილი, უნდა გაიგონ არა მხოლოდ უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში, არამედ მისი ექო უნდა გაისმას ძალიან ხმამაღლა, საზღვრებს მიღმა, როგორც ჩვენი ძლიერების, ერთიანობის და ამ სამი ქვეყნის მხარდაჭერის მანიფესტაცია“,- აღნიშნა ბორელმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,