23:04 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-20 21:58:26, 1228 ნახვა

პოლიტიკა
მარკეტა გრეგოროვა - თქვენ იმსახურებთ ევროკავშირის წევრობას, გახსოვდეთ, თქვენ უკან ვდგავართ მაშინაც, როდესაც გაკრიტიკებთ

თქვენ იმსახურებთ ევროკავშირის წევრობას. ყოველთვის გახსოვდეთ, თქვენ უკან ვდგავართ რთულ პერიოდშიც და მაშინაც, როდესაც გაკრიტიკებთ,- ასე მიმართავს ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე "შინ ევროპისკენ" შეკრებილ ქართველ ხალხს.

გრეგოროვას თქმით, საქართველომ რა თქმა უნდა, კარგად იცის, რომ ისინი კრიტიკულები არიან მთავრობის მიმართ, არსებული ვითარების გამო. მაგრამ ეს არ ცვლის ურთიერთობებს და პროგრესს მიაღწევის სურვილს.

„გამარჯობა. ჩემთვის ესაა მომავალი. დღეს მოხვედით, რომ აჩვენოთ, რა გსურთ მომავალში. ვფიქრობ, რომ იგივე გსურთ. გმადლობ, რომ ზრუნავთ, გმადლობ, რომ მოხვედით, მე სრულად გიჭერთ მხარს და ვზრუნავ თქვენს ევროპულ მომავალსა და ევროპულ მისწრაფებაზე. ნამდვილად ვფიქრობ, რომ თქვენ არამხოლოდ უნდა მიიღოთ კანდიდატის სტატუსი, არამედ უნდა ილაპარაკოთ თქვენზე, როგორც ქვეყანაზე, როგორც ხალხზე. თქვენ იმსახურებთ ევროკავშირის წევრობას. რა თქმა უნდა, კარგად იცით, რომ ჩვენ კრიტიკულები ვართ თქვენი მთავრობის მიმართ, საქართველოში არსებული ვითარების მიმართ. მაგრამ ეს არ ცვლის ამას. ჩვენს ურთიერთობებს, ჩვენს სურვილს პროგრესს მიაღწიოთ, რომ შეძლოთ ჩვენი, ევროკავშირის ნაწილი გახდეთ. ყოველთვის გახსოვდეთ, თქვენ უკან ვდგავართ რთულ პერიოდშიც და მაშინაც, როდესაც გაკრიტიკებთ. ამიტომ, დარჩით ძლიერები, პროევროპელი იდეალისტები. დღეს ისეთივე მნიშვნელოვანია თქვენთვის, როგორც ჩემთვის“,- განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics