07:09 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-19 12:27:11, 1206 ნახვა

ომი უკრაინაში
ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინიდან რუსეთში 307 000 ბავშვი გადაიყვანეს

ომის დაწყების შემდეგ უკრაინიდან რუსეთში 307 423 ბავშვი გადაიყვანეს, 18 ივნისის საღამოს მდგომარეობით, განაცხადა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის ეროვნული კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა მიხაილ მიზინცევმა.

რუსეთის ჰუმანიტარული რეაგირების შტაბის განცხადებაში ნათქვამია, რომ მხოლოდ 24 საათის განმავლობაში რუსეთში 29,733 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის 3,502 ბავშვი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მთელი ომის განმავლობაში, 1,9 მილიონი ადამიანი წაიყვანეს რუსეთში უკრაინიდან და თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში და ე.წ ლუგანსკის სახალხო რესპუბიკაში.

კიევმა მოსკოვი დაადანაშაულა უკრაინის ტერიტორიებიდან ბავშვების „გატაცებაში“ და მათ ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში და ე.წ ლუგანსკის სახალხო რესპუბიკაში ან რუსეთში წაყვანაში. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ესენი არიან ობლები და ბავშვები, რომლებსაც მშობლები ჰყავთ.

უკრაინამ ასევე დაადანაშაულა რუსეთი იმაში, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ან იმ ტერიტორიებიდან, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, ზრდასრული მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე აფერხებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics