11:21 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-18 11:47:46, 1345 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - უკრაინის ევროკავშირთან სრულფასოვან ინტეგრაციამდე ერთი ნაბიჯია

უკრაინას ევროკავშირთან სრული ინტეგრაციის დაწყებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდეტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ეს არის ისტორიული მიღწევა ყველასთვის, ვინც მუშაობდა სახელმწიფოსთვის.

„ახლა ჩვენ ერთი ნაბიჯი გვაშორებს ევროკავშირთან სრულფასოვანი ინტეგრაციის დაწყებას. ჩვენ გვაქვს ევროკომისიის დადებითი მოსაზრება უკრაინის კანდიდატურაზე. და ეს არის ისტორიული მიღწევა ყველასთვის, ვინც მუშაობდა ჩვენი სახელმწიფოსთვის. „მჯერა, რომ უკრაინამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ნაბიჯიც პოზიტიური ყოფილიყო“,-განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა იმსახურებდა ამ პოზიტივს.

„უკრაინული ღირებულებები ევროპული ღირებულებებია. უკრაინის ინსტიტუტები ომის დროსაც კი სტაბილურად რჩებიან. უკრაინულმა დემოკრატიულმა ჩვევებმა ჯერაც არ დაკარგა ძალა. ევროკავშირთან ჩვენი დაახლოება მხოლოდ ჩვენთვის არ არის დადებითი. ეს არის უდიდესი წვლილი, ევროპის მომავალისთვის მრავალი წლის განმავლობაში“, - დასძინა პრეზიდეტმა.

შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს ზელენსკიმ ხელი მოაწერა განცხადებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.

გუშინ 17 ივნისს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც რეკომენდაცია მისცა, რომ ევროსაბჭომ უკრაინას მიანიჭოს ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.ამასთან, ევროკავშირმა განაცხადა, რომ ასეთი სტატუსის მისაღებად უკრაინამ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა უნდა განახორციელოს.

ევროსაბჭოს გადაწყვეტილება უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ 23-24 ივნისს ელიან.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics