11:44 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-17 20:17:18, 1548 ნახვა

ომი უკრაინაში
მეცოლა - უნდა ვიმუშაოთ, რომ უკრაინისა და მოლდოვის მსგავსი შესაძლებლობა საქართველოსაც მივცეთ

უნდა ვიმუშაოთ, რომ უკრაინისა და მოლდოვის მსგავსი შესაძლებლობა საქართველოსაც მივცეთ. - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ.

მისივე თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება გვაძლევს გზას, რომ ევროსაბჭომ უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.

"უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია ძლიერი პოლიტიკური მესიჯია. ავტოკრატიის წინააღმდეგ. თავისუფლებისთვის. ევროპარლამენტის სახელით, მივესალმები ევროკომისიის რეკომენდაციებს. დღევანდელი გადაწყვეტილება გვაძლევს გზას, რომ ევროსაბჭომ უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.

მივესალმებით მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას. და უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ იგივე შესაძლებლობა ქართველ ხალხს მივცეთ. ჩვენი კარი ღია უნდა დარჩეს. გავაძლიეროთ ევროპა, დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და დავიცვათ თავისუფლება". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ  დღეს ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics