11:21 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-17 14:08:59, 1144 ნახვა

მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი - დიახ, უკრაინა იმსახურებს ევროპულ მომავალს

 დიახ, უკრაინა იმსახურებს ევროპულ მომავალს,- აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ევროკომისია ევროპულ საბჭოს რეკომენდაციას აძლევს, უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.კომისიის აზრით უკრაინამ დაადასტურა ევრიპული მისწრაფებები, 6 წლის განმავლობაში. უკრაინამ ასოცირების ხელშეკრულების 70% შეასრულა.

უკრაინას უნდა გაეხსნას ევროპის გზა და შემდეგ უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი,- აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

" უკრაინას აქვს მტკიცე საპარლამენტო-საპრეზიდენტო დემოკრატია, საჯარო ადმინისტრაცია. დეცენტრალიზაციის მოთხოვნებიკომისია რეკომენდაციას იძლევა საბჭოსადმი, რომ უკრაინას მიეცეს ევროპერსპექტივა და ამავე დროს კანდიდატის სტატუსიც. ეს იმის საფუძველზე უნდა მოხდეს, რომ განხორციელდება შემდგომი რეფორმები...ჩვენ ერთი ნათელი გზავნილი გვაქვს - დიახ, უკრაინა იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას, დიახ, უკრაინა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს,"- აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

 ევროკომისიის შეფასების საფუძველზე, ევროკავშირის უმაღლესმა პოლიტიკურმა ინსტიტუტმა, ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მიენიჭოს თუ არა აღნიშნულ ქვეყნებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხე ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 23-24 ივნისს მიიღებს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics