01:56 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-16 21:41:09, 1227 ნახვა

პოლიტიკა
დრაგი - იტალიას სურვილი აქვს უკრაინა EU-ში იხილოს, ამიტომ სტატუსის მინიჭებას მხარს ვუჭერთ

იტალიას სურვილი აქვს უკრაინა EU-ში იხილოს, ამიტომ სტატუსის მინიჭებას მხარს ვუჭერთ. - განაცხადა იტალიის პრემიერმინისტრმა მარიო დრაგიმ.

მისივე თქმით, ჩვენ ევროპელები ვართ და არსებული პრობლემების მოსაგვარებლად უნდა გავწევრიანდეთ.

დღეს უკრაინაში,  უკრაინელი ერის მხარდასაჭერად ჩამოვედით. მხარს ვუჭერთ ერს, რომელიც რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად გაერთიანდა. იტალიას სურვილი აქვს რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი ქვეყნების რიგებში იხილოს, ამიტომ მისთვის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს. დღეს რუსული ბოროტების საშინელი ნაკვალევი ვიხილეთ. დავეხმარებით უკრაინას ამ სამხედრო დანაშაულების გამოძიებასა და ომის შემდეგ აღდგენის პროცესში. ჩვენი მიზანია მშვიდობის დამყარება. აუცილებელია რომ უკრაინამ თავის დაცვა შეძლოს. ჩვენ ევროპელები ვართ და არსებული პრობლემების მოსაგვარებლად უნდა გავწევრიანდეთ". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics