|
2022-06-16 16:41:04, 1259 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციაურად გაიხსნა
ულამაზესი „ზაფხულის ფესტივალი“-თ გაიხსნა აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი, რომელსაც უამრავი ბათუმელი და ქალაქის სტუმარი დაესწრო. ანბანის კოშკთან საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ საფესტივალე ტერიტორიაზე სტუმრების განწყობაზე მოწვეული და ადგილობრივი ბენდები ზრუნავდნენ. გალაკონცერტში მონაწილეობას ისეთი პოპულარული ბენდები ღებულობდნენ, როგორებიცაა „მგზავრები“, „თამადა“, KILLAGES, „ასეა სულ“, See Side და BSU Techno Band Offside. ფესტივალის მუსიკალური პროგრამა 20:00 საათზე დაიწყო და ღამის 3 საათამდე DJ გაბუნიას, DJ გურულისა და DJ ჩიკის პროგრამით დასრულდა. დღის განმავლობაში საზაფხულო თეატრსა და ზღვის სანაპიროზე ფრანების შოუ და სხვადასხვა მუსიკალურ-გასართობი ღონისძიება მიმდინარეობდა. უამრავი სიახლით ხვდება ზაფხულს აჭარა, სადაც ტურისტებს საზღვაო ტურისტულ პროდუქტებთან ერთად მთაში მრავალფეროვანი ტურისტული მარშრუტები, პროდუქტები და სერვისები ელოდებათ. მათ შორისაა კაპნისთავი და უჩხო კანიონები, სადაც თავგადასავლების მოყვარულებს კასკადოვან ჩანჩქერებზე თოკებით დაშვება შეუძლიათ. ასევე ფუნქციონირებს საპიკნიკე ზონები და ტურისტული თავშესაფრები ჯვარიმინდორზე, ჩირუხში, კაპნისთავსა და სოფელ შუამთაში, 6 კილომეტრიანი ექსტრემალური ველომარშრუტი ქედა-შუახევში და 20-მდე სხვადასხვა შინაარსის ტურისტული ბილიკი მთიან აჭარაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)