11:21 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-16 13:36:46, 1158 ნახვა

მსოფლიო
CNN - უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსმა შესაძლოა პუტინი გააბრაზოს

უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსმა შესაძლოა გააბრაზოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. მოსკოვი უკვე დაემუქრა, რომ ამგვარ ნაბიჯს აგრესიის აქტად ჩათვლიან. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ამერიკული მედიის წარმომადგენლის თქმით, ის ფაქტი, რომ უკრაინა დასავლეთთან ასე მჭიდრო კავშირში მყოფი ორგანიზაციის მიერ მიიღება, უდავოდ „პუტინის აგრესიის აქტად ჩაითვლება“.

„მოსკოვმა უკვე განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ნატო-ში გაწევრიანების ტოლფასი იქნებოდა და ამ პრეტენზიის მტკიცება ახლა უფრო რთულია, როცა ევროკავშირი ასე აშკარად გეოპოლიტიკური ხდება“, - განაცხადა ჟურნალისტმა.

შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განცხადებას უკრაინის ევროკავშირში წევრობის შესახებ.

კიევმა შეავსო და წარუდგინა კითხვარი ევროკომისიას, რაც აუცილებელი ნაბიჯი იყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის. კითხვარის პირველი ნაწილი შეიცავს პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებს, რომლითაც შეფასდება უკრაინის მზაობა წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მეორე ეხება უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასებას.

ევროსაბჭოს გადაწყვეტილება უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ 23-24 ივნისს ელიან.

დღეს 16 ივნისს კიევში გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ მინისტრი მარიო დრაგი ჩავიდნენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განსახილველად.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics