|
2022-06-15 17:18:34, 1272 ნახვა
რეგიონი
2022 წელს ბათუმს ექსკლუზიური არქიტექტურის მქონე გლობალური სასტუმრო ბრენდი Courtyard by Marriott შეემატება
2022 წელს ბათუმს ექსკლუზიური არქიტექტურის მქონე გლობალური სასტუმრო ბრენდი Courtyard by Marriott შეემატება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მერთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან და კომპანიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად „Courtyard by Marriott"-ის ფინალური სამუშაო პროცესი დაათვალიერა. 2022 წელს ბათუმს ექსკლუზიური არქიტექტურის მქონე გლობალური სასტუმრო ბრენდი შეემატება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 45 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. ოპერირების დაწყების შემდეგ, პროექტში შემავალი სასტუმრო და პრემიუმ კლასის აპარტამენტები 300-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას უზრუნველყოფს. 41-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსის „ალიანს პალასის" მშენებლობა 2015 წლის ბოლოს დაიწყო. ამჟამად სასტუმრო გახსნისთვის ემზადება. დასრულდა როგორც სამშენებლო-სარემონტო, ასევე ინტერიერის აღჭურვის და მოსაპირკეთებელი სამუშაოები. სინქრონი: ჯაბა ფუტკარაძე - აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი; აკაკი სონგულია - ალიანს ჯგუფის თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)