12:45 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-15 11:56:55, 998 ნახვა

მსოფლიო
Bloomberg - გერმანიამ „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიის ნაციონალიზაცია გადაიფიქრა, რათა პუტინი არ გაებრაზებინა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი Gazprom Germania-ს სრული ნაციონალიზაციის წინააღმდეგ გამოვიდა, რათა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ განერისხებინა. ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება.

გამოცემის ცნობით, შოლცი შეშფოთებულია, რომ ამგვარმა ნაბიჯმა შეიძლება გამოიწვიოს ურთიერთობების გამწვავება რუსეთის ფედერაციასა და გერმანიას შორის რუსული გაზის იმპორტთან დაკავშირებით. მაგრამ “გაზპრომ გერმანიის” ფინანსური მდგომარეობის გადარჩენის მიზნით, გერმანიის მთავრობა აპირებს გამოყოს 10 მილიარდ ევრომდე.

სესხი მიზნად ისახავს “გაზპრომ გერმანიის” ფინანსების სტაბილიზაციას და მიწოდების უზრუნველყოფას მას შემდეგ, რაც რუსეთმა გაზის მიწოდება შეზღუდა.

“ამ მიდგომით, ფედერალური მთავრობა ინარჩუნებს თავის გავლენას კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ამ ნაწილზე და ხელს უშლის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის საფრთხის წარმოქმნას”, – ნათქვამია გერმანიის მთავრობის განცხადებაში.

ჯგუფი გერმანიის უმსხვილეს გაზის საწყობს ფლობს და ლონდონსა და სინგაპურში გლობალური სავაჭრო გუნდი ჰყავს. გარდა იმისა, რომ ევროპაში გაზისა და ელექტროენერგიის ერთ-ერთი წამყვანი მოვაჭრეა, იგი აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაშიც ოპერირებს.

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, რუსეთის სახელმწიფო მონოპოლიურმა კონცერნმა “გაზპრომმა” განაცხადა, რომ იგი აღარ ფლობს გერმანულ “გაზპრომ გერმანიას”. სანქციებიდან გამოსაყვანად აქტივი ნაკლებად ცნობილ კომპანიას გადაეცა.

გერმანიის ხელისუფლებამ, თავის მხრივ, ქვეყნის გაზმომარაგების უზრუნველსაყოფად, აპრილის დასაწყისში ფედერალური ქსელის სააგენტო (BNetzA) კომპანიის მეურვედ დანიშნა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გაორმაგების დღე City Mall-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
5 ივლისი გაორმაგების დღეა - შეიძინეთ სასურველი ნივთი PLUS ქულებით, დარჩენილი თანხა კი ნაწილ-ნაწილ გადაიხადეთ
ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა - საქტატი
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics