2022-06-14 17:30:59, 894 ნახვა
პოლიტიკა
სუბარი - ქართველმა ხალხმა შეიძლება, დასვას კითხვა, დსთ-ში შევიდეთ, რომ ეს სტატუსი მივიღოთ
წევრობაზე უარი იქნება, არა მარტო გაუგებარი, არამედ არასამართლიანი. - განაცხადა " ქართული ოცნების" დეპუტატმა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, მაშინ ქართველმა ხალხმა მართლა შეიძლება, დასვას კითხვა: რა ვქნათ, დსთ-ში შევიდეთ ?
"თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს ინება არა მარტო გაუგებარი, არამედ არასამართლიანი. მაშინ ქართველმა ხალხმა მართლა შეიძლება, დასვას კითხვა: რა ვქნათ, დსთ-ში შევიდეთ, რომ ეს სტატუსი მივიღოთ, როგორც მოლდოვას ჰპირდებიან, თუ როგორც ნატოსთან დაკავშირებით აქვს მოლდოვას, გამოვაცხადოთ ნეიტრალური სტატუსი". - განაცხადა სუბარმა.
შეგახსენებთ რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოს შესახებ, ცვლილება შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ეხება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,