01:59 - 25 Jul, 2026
|
2022-06-14 13:04:38, 1120 ნახვა
რეგიონი
სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სისხლის უანგარო დონაციის აქციას შეუერთდა
14 ივნისს, სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სისხლის უანგარო დონაციის აქციას შეუერთდა. აქციაში მინისტრის მოადგილე, ნონა გალოგრე და სამინისტროს თანამშრომლები ჩაერთნენ. სისხლის დონორის მსოფლიო დღე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ეგიდით სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება და მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობის შესახებ, ასევე მადლიერების გამოხატვა ყველა იმ დონორის მიმართ, რომელიც ნებაყოფლობით და უანგაროდ გასცემს სისხლს ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. ყველა ჩვენგანს სისხლის გაღებით შეუძლია, სიცოცხლე აჩუქოს სხვა ადამიანს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)