|
2022-06-14 11:38:23, 767 ნახვა
საზოგადოება
მე-4 ქვეით ბრიგადაში კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ღია კარის დღე გაიმართა
ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. სტუდენტებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გიორგი ჯინჭარაძემ უმასპინძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედროების მემორიალთან სტუდენტები ქვედანაყოფის შექმნის ისტორიასა და ამოცანებს გაეცნენ. სტუდენტებმა ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ჯარისკაცების საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ. მათ სამედიცინო პუნქტი, სპორტული დარბაზები და ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს. მოგვიანებით გაიმართა საჩვენებელი სწავლება, რომელიც დაჭრილების ევაკუაციასა და დაბრკოლების ზოლის გადალახვას მოიცავდა. ვიზიტორებმა ბრიგადის სასადილოში „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს. ღია კარის დღე სიმულაციურ ცენტრში სროლებით დასრულდა. ,,მინისტრის მოადგილემ და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ სტუდენტებს სიტყვით მიმართეს, მომავალში წარმატებები უსურვეს და ერთობლივი სამომავლო გეგმები დასახეს. ღია კარის დღეები თავდაცვის ძალებში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის, მათ შორის სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის რეგულარულად ტარდება. ღონისძიების მიზანს თავდაცვის ძალების შესახებ ახალგაზრდა თაობის ინფორმირებულობის გაზრდა და ქართული ჯარის პოპულარიზაცია წარმოადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)